„როიტერსი“ - ალექსეი ნავალნი, რომელიც გუშინ ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, შესაძლოა, მოწამლეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გუშინ ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, შესაძლოა, მოწამლეს. ამის შესახებ „როიტერსი“ ექიზე დაყრდნობით წერს.

ექიმი არ გამორიცხავს, რომ ნავალნი უცნობი ქიმიური ნივთიერებით იყოს მოწამლული.

ამასთან, სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ოპოზიციონერი ახლა თავს კარგად გრძნობს.

ალექსეი ნავალნის რამდენიმე დღის წინ ერთთვიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი საავადმყოფოში ალერგიული რეაქციის გამო გადაიყვანეს. მისი პრესსპიკერის განცხადებით, ნავალნის სახე გაუწითლდა და დაუსივდა.

ალექსეი ნავალნი არასანქცირებული საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდების გამო დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ალექსეი ნავალნი, რომელიც გუშინ ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, შესაძლოა, მოწამლეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა