ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 7-9 სექტემბერს გაიმართება

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 7-9 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალთან დაკავშირებით, 30 ივლისს, ფოლკლორის ცენტრის ეზოში პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას დაესწრებიან ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, „ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა და რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.

როგორც „ინტერპრესიუსს“ „ბლექ სი არენადან“ აცნობეს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2019 წლის 7-9 სექტემბერს, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მესამედ გამართავს.

მათივე ინფორმაციით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, „ბლექ სი არენაზე“ 2019 წლის 7 სექტემბერს „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიხსნება.

„შეკვეთილში მდებარე არენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo . საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი); „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბათუმი“.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა, უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლებს. საქართველო - მრავალხმიანობის სამშობლო - აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და დაახლოების ადგილად ფესტივალი რაჭაში, ონსა და ამბროლაურში გაგრძელდება , - გაიმართება ქართული და უცხოური ანსამბლებისა და ჯგუფების კონცერტები. საქართველოს წარადგენენ: „ფესვები“ (აჭარა), „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „იავნანა“, „საგალობელი“, „რაჭა“ (რაჭა); „სალაღობო“ (ლეჩხუმი); „ლილე“, „ლაგუშედა“ (ქვემო სვანეთი); “ძირიანი”, “ბასიანი" (თბილისი); ფესტივალს დახურავს ქართული ეთნო ჯაზ-ჯგუფი ”ეგარი”.

რაჭაში ოთხი უცხოური ანსამბლი წარდგება მსმენელის წინაშე: Spartimu (საფრანგეთი),– Castelsardo (იტალია), Koniakow (პოლონეთი), - Ackups (ლატვია). რაჭაშივეა დაგეგმილი ცნობილი ეთნომუსიკოლოგების - პოლო ვალეხოსა და რენატო მორელის სემინარები. უცხოელი და ქართველი სტუმრებისთვის, რაჭველ შემსრულებლებთან ერთად, მასტერკლასებს ჩაატარებენ ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი ლოტბარი გიორგი დონაძე, ახალგაზრდა რაჭველი ლოტბარი ლევან ბერელიძე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და პროფესორი ნატალია ზუმბაძე.

ქალაქ ამბროლაურში გაიმართება ადგილობრივ მეწარმეთა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების აგრო ფესტივალი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს