„თიბისიმ“ შვეიცარულ ResponsAbility-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) ერთად ენერგო სექტორის დაფინანსებაზე ტრენინგი ჩაატარა

„თიბისიმ“ პარტნიორ შვეიცარულ ფონდ responsAbility Investments AG-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის (GCPF) დახმარებით განახლებადი ენერგიის წყაროს პროექტების ფინანსირების ტერინინგი ჩაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, ტრეინინგს ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა, კრისტიან ერიკ გრუტემ უხელმძღვანელა და მას ენერგოსექტორში მოღვაწე „თიბისის“ თანამშრომლები და კლიენტები დაესწრნენ.

„მთავარი აქცენტები ჰიდროელექტროსადგურებისა და დიდი პოტენციალის მქონე ქარის პროექტების ფინანსირებაზე გაკეთდა. 2- დღიანი ტრეინინგის დროს, განხილული იქნა ჰიდრო და ქარის ენერგიის პროექტების ძირითადი პრინციპები და ეკონომიკა, გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები პროექტის განვითარებისა და მშენებლობის პროცესში და სხვა მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დეტალები“, - აცხადებენ „თიბისიში“.

ცნობისთვის, „თიბისი“ შვეიცარულ ფონდ responsAbility Investments AG-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) 2015 წლიდან თანამშრომლობს. ბანკი, როგორც ლიდერი ენერგეტიკის სექტორში და აგრეთვე ყველაზე აქტიური საერთაშორისო სინდიცირებებში, უახლოეს მომავალში ფონდთან ერთად მსხვილი ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას დაიწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით შვეიცარული ფონდის და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება.

ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება „თიბისის“ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკს ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა