ბათუმში Mercedes-Benz-ის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება

10 აგვისტოს, სასტუმრო „შერატონ ბათუმში" „ბენე ექსკლუზივის” ორგანიზებით, Mercedes-Benz-ის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება. პროექტის მიზანი ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა და არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებაა.

როგორც „ბენე ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გიორგი გოგლიძე აცხადებს, დასავლეთ საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიებები საკმაოდ ცოტაა, რაც იქაური ბიზნესმენებისათვის არც ისე სასიამოვნო და ხელსაყრელია.

„კონკრეტულად ბათუმში ძალიან ბევრი დიდი ბიზნესი არსებობს, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო ვითარდება. ბენე ექსკლუზივის სურვილია, რომ ბიზნეს ივენთების კულტურა დასავლეთ საქართველოშიც გავიდეს და ყველაზე ცხელ სეზონზე ბათუმი იქცეს ბიზნეს ცენტრად. ისინი ქმნიან შესაძლებლობას, რომ დასავლეთ საქართველოში არსებულ კომპანიებსაც ჰქონდეთ საშუალება ჩაერთონ ღონისძიებაში, შეიძინონ კონტაქტები, გაცვალონ იდეები და გამოცდილებები, რაც მათი ბიზნესის განვითარების საწინადარი იქნება,” - აცხადებს გიორგი გოგლიძე.

ღონისძიებას 500-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბენე ექსკლუზივისა და სპონსორი ორგანიზაციების პარტნიორები, აჭარის მთავრობის წევრები და სხვა.

MercedesBenz Event ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი ოფიციალური მხარეა, რომელიც პროექტის პარტნიორი კომპანიების პრეზენტაციებს ითვალისწინებს და „შერატონ ბათუმის“ მთავარ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

„შერატონ ბათუმის“ აუზზე კი ღონისძიების არაფორმალური ნაწილი ჩატარდება. დღის მთავარი სიურპრიზი House მუსიკის ლეგენდა, MILK&SUGAR იქნება.

ცნობისთვის, MILK&SUGAR 1997 წელს მიუნხენში ორი არტისტის მიერ დაფუძნებული მუსიკალური პროექტია. ისინი სწრაფად გახდნენ საერთაშორისო ბრენდის სინონიმი მაღალი ხარისხის საცეკვაო მუსიკისა და უნიკალური ჟანრობრივი სინთეზით, რომელიც მოიცავს Funky, House და Disco ჟღერადობებს. მათი რელიზების უმეტესობა გამოცემიდან რამოდენიმე დღეში სრულიად იყიდება.

მერსედესის ცენტრი საქართველში ღონისძიების თანაორგანიზატორია, გენერალური სპონსორი კი სოლო. მთავარი პარტნიორები არიან: „რეალ პალასი“, M2, „ალდაგი“, „გამა“, „აზონი“, სტამბა „ფავორიტი“.

Mercedes-Benz Event-ის ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები tkt.ge-ის საშუალებით გაიყიდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს