ანონსი 30 ივლისი

30 ივლისს, 10:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმრო „მეფე დავითში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით კამპანია „უხილავნი ჩვენს შორის“ გახსნის.

მის: გრიშაშვილის ქ. #5, ქუთაისი

საკონტაქტო: ნათია ახალაია / IOM რეგიონალური კოორდინატორი - 579 11-11-74

30 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში 20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ბიოლოგის ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე ეკა ჯაიანი და ადვოკატი გიორგი გელხაური პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ბეჟან ლორთქიფანიძის საქმე.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

30 ივლისს, 11:00 საათზე, ტექნოპარკში საქართველოს ფოსტა და „ჯორჯიან ეარვეისი“ ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს პროექტის „1 ლარი და 1 თეთრი“ შესახებ.

მის: ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა

30 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

30 ივლისს, 11:30 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტს გახსნის.

მის: სანაპიროს 2, საქართველოს ეროვნული ბანკი

30 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

მის: მაჩაბლის 11

30 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის წევრი, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია “მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

30 ივლისს, 12:00 საათზე, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას დაესწრებიან ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, „ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა და რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.

მის.: ფოლკლორის ცენტრის ეზო (აღმაშენებლის 68)

30 ივლისს, 12:00 საათზე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, ყოფილ საქართველოს სსრ ჩეკას სახლთან გაიმართება საჯარო ღონისძიება, სადაც 1937-1938 წლებში თბილისში მცხოვრებ მსხვერპლთა სახელებსა და გვარებს ხმამაღლა წაიკითხავენ.

მის: ინგოროყვას 22

30 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმის იუსტიციის სახლში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს, რომელზეც ფონდის თანამშრომლები მოსახლეობას შეხვდებიან და მათ საინფორმაციო მასალებს გადასცემენ.

საკონტაქტო: ბექა მაჭუტაძე 577931006

30 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.

30 ივლისს, 15:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ხატია დეკანოიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

30 ივლისს, 15:00 საათზე ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ელისო კილაძე, „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატი არჩილ თაბაგარი, ინვესტორები პაატა კალანდაძე და ზაზა დუდაური პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ქვეყანაში საინვესტიციო ქაოსის შექმნა

მის: ი. მოსაშვილის # 24, მე-5 სართ.

30 ივლისს, 19:30 საათზე, ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელიც ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას მიეძღვნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო