ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეეზღუდა

მაგისტრალური გაზსადენი მილის დაზიანების გამო, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეეზღუდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზიდან“ აცნობეს.

„ნუცუბიძის ფერდობისა და ვაშლიჯვრის დასახლების დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა. ამ ეტაპზე გაზსადენის სალიკვიდაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 29 ივლისის 23:00 საათიდან შეუწყდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ და კერძო დაწესებულებებს. გაზის მიწოდება 31 ივლისს დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება, “- ნათქვამია კომპანია „ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციაში.

„ყაზტრანსგაზი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის და მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ გაზის ონკანები უყურადღებოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა