ანტისაოკუპაციო მოძრაობა დავით გარეჯის საკითხზე დელიმიტაციის კომისიას სპეციალური განცხადებით მიმართავს

დელიმიტაციის კომისიის პასიურობა ეჭვს აჩენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დავით გარეჯი აზერბაიჯანს დაუთმო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა დავით ქაცარავამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მიუხედავად მოლოდინისა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ვითარება არ შეცვლილა და საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს კვლავ არ აქვთ კომპლექსის ნაწილთან მისვლის შესაძლებლობა.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, დღეს საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომლებიც დემილიტაციის სახელმწიფო კომისიას სპეციალურ მიმართვას გაუგზავნის.

„ჩვენთვის წვდომა შეზღუდულია ტაძრებთან, ახლა მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ლავრასთან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დელიმიტაციის კომისიას დაწყებული არ აქვს მუშაობა, ეს საგანგაშოდ მიგვაჩნია. დღეს შეიკრიბება საინიციატივო ჯგუფი, რათა შევიმუშაოთ მიმართვა და მოვითხოვთ, დელიმიტაციის კომისიამ გააკეთოს განცხადება არსებულ საკითხთან დაკავშირებით. არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ჩვენი ხელისუფლების მხრდან, სრული ინფორმაციული ვაკუუმია. 24 ივლისის მონაცემებით, აზერბაიჯანულმა მხარემ უდაბნოს მონასტრის მისასვლელთან გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა. მოწოდებული ფოტო-ვიდეო მასალით ჩანს, რომ ტერიტორიაზე მხოლოდ რვა ქართველი მესაზღვრე დგას, ხოლო აზერბნაიჯანის მხრიდან მესაზღვრეთა რაოდენობა 20-ს აღემატება. სახელმწიფოს დელიმიტაციის კომისიის პასიურობა აჩენს ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, დავით გარეჯი აზერბაიჯანს დაუთმო“, - აღნიშნა დავით ქაცარავამ.

იგი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში შეხვედრა გაიმართოს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს მათი ინფორმირებულობა და საჭიროების შემთხვევაში მათგან დახმარების გაწევა. ქაცარავა ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია UNESCO-ს ჩართლუბა, ვინაიდან საფრთე ემუქრება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა