ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის 50 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, აღნიშნულის შესახებ მან სააპელაციო საჩივარში მიუთითა. ჭაბაშვილი პირველი ინსტანციის სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა