კახა კალაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც მერმა განაცხადა, სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული პარკი დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი იქნება.

„კიკვიძის პარკის სრული რეაბილიტაცია გაზაფხულზე დავიწყეთ. თქვენ იცით ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება პარკებთან და მწვანე სივრცეებთან დაკავშირებით. პარკი იყო მძიმე მდგომარეობაში და გვინდა, სრულად განვაახლოთ. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია, თავისი სარწყავი ქსელითა თუ საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებით. ახლა დარჩენილია მიწისზედა სამუშაოები - მიწის შემოტანა, გამწვანება, კეთილმოწყობა. დაახლოებით, 800 ახალი ხე-მცენარე დაირგვება. დასასვენებლად საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც ბავშვებისთვის, ასევე, უფროსი ასაკის დამსვენებლებისთვის სპეციალური გასართობი სივრცეები მოეწყობა. აქ ყოველთვის იყო ტრადიცია, მოდიოდნენ, ნარდს თამაშობდნენ. მათთვის სპეციალური სივრცე იქნება გამოყოფილი. ამასთან, იქნება ცხოველების გასასეირნებელი ადგილი, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ყველაფერი იქნება განახლებული, რეაბილიტირებული.

დარწმუნებული ვარ, ამ პარკით არა მხოლოდ ამ ადგილის ხშირი სტუმრები იამაყებენ, არამედ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი და გამწვანებული ადგილი დედაქალაქში. პარკის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაახლოებით, 5 მილიონი ლარი ჯდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში უკვე მოეწყო სპორტული მოედნის, სამაგიდო თამაშების მოედნისა და ფანჩატურების საფუძვლები; რეაბილიტირდა პარკში არსებული ერთსართულიანი შენობა; მოეწყო ერისთავის ქუჩის მხრიდან ჩამოსასვლელი ორი კიბე; დასრულდა წყალარინების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობა და შემოიღობა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე.

გარდა ამისა, სრულდება განათების მონტაჟი, გარე ღობის და ორსართულიანი შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები.

ამასთან, მიმდინარეობს ცენტრალური შესასვლელის, სხვადასხვა ტიპის სპორტული მოედნებისა და შადრევნების რეაბილიტაცია, საგამოფენო და სამაგიდო თამაშების სივრცეების, ასევე, ერისთავის მხრიდან პარკში შესასვლელი პანდუსის მოწყობა.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, ასევე, მოეწყობა ველო და სარბენი ბილიკები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, რაც ითვალისწინებს 774 ხის და 665 ბუჩქის დარგვას. გარდა ამისა, 7880 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგვება 1600 მეტრამდე სიგრძის ცოცხალი ღობის შესავსებად, ხოლო 390 ძირი მცენარით შეიქმნება 78 მეტრის სიგრძის კიდევ ერთი ცოცხალი ღობე. დენდროლოგიური პროექტი ითვალისწინებს ვერტიკალურ გამწვანებასაც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, ასევე, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა - მიხეილ ყაველაშვილმა და მიხეილ ამაშუკელმა დაათვალიერეს.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა