ხატია დეკანოიძის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ. აღნიშნულის შესახებ დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღემდე 18 ადამიანი არის წინასწარ პატიმრობაში და ეს ადამიანები პატიმრობაში იმყოფებიან ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ გუშინ დაგვიკავშირდა შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის გდდ-დან და წვევამდელები, რომლებიც იხდიან სავალდებულო სამსახურს შს სამინისტროში. ეს ადამიანები აიძულეს მისულიყვნენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და აიძულებდნენ მიეცათ ცრუ და ყალბი ჩვენება, მათ აჩვენეს ფოტოსურათები და ამ ფოტოსურათებზე გამოსახული იყვნენ: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები: ბესიკ გაზდელიანი და ჯემალ სეფიაშვილი. მათ აიძულებდნენ სურათზე გამოსახული ადამიანების წინააღმდეგ ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებისთვის, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელებზე.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს გააგრძელოს პოლიტიკური რეპრესიები და ადამიანები სამოქალაქო პოზიციიების დაფიქსირებისთვის დასაჯოს. ივანიშვილი ლაპარაკობს შს სამინისტროს და გენერალური პროკურატურის სახელით და რეპრესიული მექანიზმებით და როგორც ჩანს კვლავ გააგრძელებენ ამ რეპრესიებს. სოლიდარობა დაპატიმრებულ ადამიანებს სოლიდარობა გმირებს და სოლიდარობა იმ დაპატიმრებულ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმრებს”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა