ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებს - რატომ  თვლით, რომ ჩემი ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას ვაჩუქო?!

რატომ თვლით, რომ ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას ვაჩუქო?!-ასე უპასუხა „რუსთავი2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტების კითხვას, რომლის თანახმადაც მას 2017 წელს დავით დვალისა და ქიბარ ხალვაშის მიმართ სხვა შეთავაზება ჰქონდა და რა შეიცვალა მას შემდეგ.

„მე შევიცვალე, ორი წლით უფროსი გავხდი. რატომ გინდათ და თვლით, რომ ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას ვაჩუქო? არ გადამითქვია, თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ გადავთქვი? მათემატიკას მარტო კამერის ცოდნა და ლაპარაკი არ ჰყოფნის“, -მიმართა ხალვაშმა ჟურნალისტებს.

2017 წელს ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 50%-იან წილს სთავაზობდა. დღევანდელ შეხვედრაზე კი 40% შესთავაზა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა