გიორგი ქობულია - ლარი შეიძლება კიდევ გაუფასურდეს, თუ არ დაბალანსდა სიტუაცია

ლარი შეიძლება კიდევ გაუფასურდეს, თუ არ დაბალანსდა სიტუაცია, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რუსეთთან კონფლიქტური სიტუაციის გამწვავება და ტურისტების შემცირებაა.

„ყველანაირი ზომა, რომელსაც ახლა მთავრობა მიიღებს, ეს არის რეალურად, ნაცრის შეყრა თვალებში. ვერანაირი ზომა იმ ზარალს, რომელიც ჩვენ მოგვადგა, მოკლე პერიოდში ვერ დააკომპენსირებს. დღეს, ჩვენ რასაც ვხედავთ, ლარის კურსის გაუფასურების ძირითადი ფაქტორი არის ორი: ერთი არის რუსეთთან კომფლიქტური სიტუაციის გამწვავება, ტურისტული ნაკადის შემცირება. აგრეთვე, მომიჯნავე სექტორებში ამ მოვლენამ მოგვაყენა ასევე დიდი ზიანი. აქ სიტუაციის გამძაფრებას მოჰყვა ის, რომ ინვესტორები, რომლებიც ინვესტირებას ახორციელებდნენ საქართველოში, უცხოურ ვალუტაში, ისინიც დაფრთხნენ და უფრო ნაკლები არიან“, - განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, არსებობს რისკი, რომ საქართველომ რუსეთიდან მილიონნახევრამდე საშუალოზე უფრო მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტი დაკარგოს.

„რუსეთიდან შარშან შემოვიდა მილიონნახევარი ტურისტი და ყველა ეს მილიონნახევარი ტურისტი, არის, საშუალოზე უფრო მაღალი გადამხდელუნარიანი. სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტურისტები არ არიან მაღალგადამხდელუნარიანები. ბევრად დაბალგადამხდელუნარიანები არიან, ვიდრე რუსი ტურისტები. ამიტომ ჩვენ გვაქვს რისკი, რომ დავკარგოთ მილიონნახევრამდე, საშუალოზე უფრო მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტი რუსეთიდან. ამის კომპენსირება ამ მთავრობას კი არა, ვერც ერთ მთავრობას ვერ ძალუძს. ამ მთავრობას მით უმეტეს. ვერასდროს ვერ გააკეთებენ ამის კომპენსირებას“, - განაცხადა ქობულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა