გიორგი ქობულია - მამუკა ხაზარაძის განზრახვა მხოლოდ სასიკეთო იყო, მაგრამ მან ანაკლიის  პროექტში  რაღაც დონეზე შეტოპა

რადგანაც ასე ღრმად არიან ამ პროექტში შესულები, აქედან გამოსვლა ძალიან რთულია. ემოციურადაც რთულია,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

ყოფილმა მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის მოტივაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძეს ქვეყნისთვის სასიკეთო მიზნები ამოძრავებდა, თუმცა რადგანაც პროექტის კომერციული დასაბუთება არასაკმარისი იყო, შესაბამისი თანხების მოძიება ვერ მოხერხდა.

ქობულია არ გამორიცხავს, რომ ხაზარაძემ და კონსორციუმმა პორტის პროექტის რისკები ბოლომდე ვერ შეაფასეს.

"მამუკა ხაზარაძის განზრახვა მხოლოდ სასიკეთო იყო ქვეყნისთვის. მას კარგი უნდოდა, რომ გაეკეთებინა და უნდა კიდევაც, მე ამის გულწრფელად მწამს. ამ პროექტში მან რაღაც დონეზე შეტოპა და წავიდა, წავიდა წინ. ძალიან ბევრი ეცადნენ, დიდი ძალისხმევა იყო გაწეული კონსორციუმის და მამუკას მიერ, რომ ეს თანხა შეეგროვებინათ, მაგრამ რადგანაც კომერციული დასაბუთება არასაკმარისი იყო, ეს თანხაც ვერ შეაგროვეს ბოლომდე",-აცხადებს ქობულია.

მისივე თქმით, შესაძლოა მამუკა ხაზარაძემ და კონსორციუმმა ბოლომდე ვერ შეაფასეს ანაკლიის პორტის პროექტის რისკები.

"ფაქტები აჩვენებს იმას, რომ მათ ეს ბიზნესქეისი ვერ დაუმტკიცეს ძალიან ბევრ ინვესტორს. ვიღაცას დაუმტკიცეს, ბევრს ვერ დაუმტკიცეს. ამიტომ 100 მილიონი ვერ შეგროვდა. რადგანაც ასე ღრმად არიან ამ პროექტში შესულები, აქედან გამოსვლა ძალიან რთულია. ემოციურადაც რთულია. მგონია, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით უნდა გამოინახოს მისი რესტრუქტურიზაციის გზები, ამას უფრო ობიექტური ანალიზი უნდა, ვიდრე პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა",-აცხადებს გიორგი ქობულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა