გიორგი ქობულია - ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება,  რას ედავებიან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს

ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება, რას ედავებიან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. მთავრობაში ვმუშაობდი და წვდომა მაქვს, მე თუ ვერ გავიგე რას ედავებიან ამ ხალხს, ჩვეულებრივმა საზოგადოებამ როგორ უნდა გაიგოს, ეს მე არ მესმის,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, ხელისუფლებამ და პროკურატურამ უნდა ახსნას მარტივ ენაზე, თუ რას ედავებიან ორ წარმატებულ ბიზნესმენს.

"მე მგონია, რომ ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში პროკურატურამ, კეთილი უნდა ინებოს და პოპულარულ ენაზე აუხსნას საზოგადოებას რას ედავებიან ამ ორ მოწინავე ბიზნესმენს. რა ფულის გათეთრებას და რის გათეთრებას ედავებიან. ჯერ ერთი, ეს არის ძალიან რთული ტერმინი და რა იგულისხმება ამ ტერმინში, იურიდიული თვალსაზრისითაც ძალიან უჭირთ, რომ ახსნან ექსპერტებმა. ის, რაც აღწერილი არის ამ ტრანზაქციაში, მე ვერანაირად ვერ დავაკაშირე ფულის გათეთრებასთან",-აცხადებს ყოფილი მინისტრი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა