კახა კოჟორიძე - იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობას არ შესწევს უნარი, რომ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ამოცანას თავი გაართვას

იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობას არ შესწევს უნარი, რომ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ამოცანას, უზენაეს სასამართლოში იყვნენ ღირსეული და კვალიფიციური ადამიანები, თავი გაართვას, - ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა მიმდინარე ქაოტურმა, დაძაბულმა პოლიტიკურმა პროცესებმა გადაფარა.

„რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის სამწუხაროდ, იმის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მანამდე, რომ საბჭოს ამ შემადგენლობას არ შესწევს უნარი, რომ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ამოცანას, რომ უზენაეს სასამართლოში იყვნენ ღირსეული და კვალიფიციური ადამიანები, გაართვას თავი. ამ საბჭომ მისი არსებობისა და ასევე მისი წინა შემადგენელობების არსებობის დაახლოებით 15-წლიანი პერიოდის მანძილზე დაადასტურა, რომ მსგავსი ამოცანების თავის გართმევს უნარი არ აქვს, იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ პოლიტიკური მოტივაციით, კლანური მოტივაციით, არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია, არ ესმით, რას ნიშნავს, იყო საერთოდ მოსამართლე", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ფარგლებში კვალიფიკაციასთან მიმართებით რიგ შემთხვევებში ძალიან მარტივი კითხვები ისმევა, პასუხები კი, ზოგჯერ მოქმედი მოსამართლეებისგანაც კი გამაოგნებელია. ამასთან, კახა კოჟორიძემ აღნიშნა, ამ პროცესში კარგი კანდიდატებიც იყვნენ.

"საბჭოს იმედი არ მაქვს, რომ ღირსეულ კანდიდატებს შეარჩევს მხოლოდ, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს აქტიურობა, რომ როცა ეს კანდიდატები გადაიგზავნება პარლამენტში, პარლამენტმა მაინც, რამდენიმე კანდიდატის გარდა, არ დაუჭიროს მხარი ასეთი ადამიანების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად მუდმივად დანიშვნას",- აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

ამასთან, კახა კოჟორიძემ ისაუბრა მთავარი პროკურორის კონკურსში მონაწილეობის შესახებ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, შალვა თადუმაძეს ამ საკითხთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება ჰქონდა.

"მოცემულ შემთხვევაში, ჩემს ვარაუდს გეუბნებით, შესაძლებელია მას გაუჩნდა სურვილი იმიტომ, რომ იყო რაღაც გარკვეული წინასწარი შეთანხმება, რომ ის, თუ ამ პროცესში მიიღებდა მონაწილეობას, გახდებოდა უზენაესი სასამართლოს წევრი და შემდეგ გახდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მე ამას ვვარაუდობ, თუმცა არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ვთქვა, ეს ასეა", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა