“სამოქალაქო მოძრაობის” საგანმანათლებლო პროექტი “სამოქალაქო ეზო” ბათუმს ესტუმრა

“სამოქალაქო მოძრაობის” საგანმანათლებლო პროექტი “სამოქალაქო ეზო” ბათუმს ესტუმრა. როგორც “ინტერპრესნიუსს” “სამოქალქო მოძრაობიდან” აცნობეს, პირველი ლექცია ღია ცის ქვეშ კინორეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ წაიკითხა.

რეჟისორმა კინოს ისტორიაზე და ბათუმზე კინოში ისაუბრა. ლექცია ბათუმის უძველეს ეზოში ჩატარდა, რომლის ისტორია 100 წელს ითვლის. შეხვედრას “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილიც ესწრებოდა. “სამოქალაქო ეზო” არის არაფორმალური სივრცე განათლების მისაღებად, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანები ახალგაზრდებისთვის დისკუსიებს მართავენ. აგვისტოს თვეში, “სამოქალაქო ეზომ” თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლა, მოგზაურობა კი აჭარის რეგიონიდან დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა