ლადო პაპავა - ლარის მდგომარეობა მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ავად არის

ყველაზე მთავარი პრობლემა რაც ლარს სჭირს არის არა ლარის, არამედ საქართველოს ეკონომიკის პრობლემა. უკვე წლებია, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებულია მოხმარებაზე და არა წარმოებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით მომხმარებელი და არა მწარმოებელი ერი, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ლარის გაუფასურების შეჩერების მიზნით საქართველოს მთავრობას ორი მთავარი ამოცანა უნდა ჰქონდეს - საშუალოვადიანი და გრძელვადიანი, რაც გულისხმობს, რომ მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკის რეალური სექტორის შექმნასა და განვითარებას, რათა ჩვენი ეკონომიკა იყოს მწარმოებლური, ანუ განვითარდეს მრეწველობა (საშუალოვადიან პერიოდში) და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა (გრძელვადიან პერიოდში), წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ეს პრობლემები ყოველთვის გვექნება.

„ყველაზე მთავარი პრობლემა რაც სჭირს ლარს არის არა ლარის, არამედ საქართველოს ეკონომიკის პრობლემა. უკვე წლებია საქართველოში ჩამოყალიბდა ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებულია მოხმარებაზე და არა წარმოებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით მომხმარებელი და არა მწარმოებელი ერი, როცა იმპორტი 3-ჯერ აღემატება ექსპორტს, როცა სამომხმარებლო კალათაში იმპორტული საქონელი 4-ჯერ მეტია, ვიდრე ადგილობრივი წარმოების. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის მომხმარებლური და არა მწარმოებლური. ლარის უკან დგას ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განუვითარებლობასთან. ლარი ჩვენს ეკონომიკის მდგენელებს შორის ყველაზე ჯანსაღია, რადგანაც თერმომეტრის მსგავსად, რომელიც თუ მაღალ სიცხეს უჩვენებს ეს თერმომეტრის „ბრალი“ არ არის! ასევე ლარის მდგომარეობა მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ავად არის. მთავრობას აქვს ორი ამოცანა - საშუალოვადიანი და გრძელვადიანი, რაც გულისხმობს, რომ მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკის რეალური სექტორის შექმნას, რათა ჩვენი ეკონომიკა იყოს მწარმოებლური, ანუ განვითარდეს მრეწველობა (საშუალოვადიან პერიოდში) და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა (გრძელვადიან პერიოდში). ამის გარეშე ჩვენ ყოველთვის მძიმე მდგომარეობაში ვიქნებით“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

მისივე ინფორმაციით, მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ბანკის პრობლემაა შეცვალოს მონეტარული პოლიტიკის არსებული რეჟიმი და არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე.

„რაც შეეხება მიმდინარე პრობლემებს აქ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება მონეტარულ პოლიტიკასთან მიმართებაში. არ შეიძლება, რომ იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის მიზანი იყოს მხოლოდ ინფლაცია. ეს შეცდომაა და ამას ამტკიცებენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები. მხოლოდ ინფლაციის აღება მიზნობრივ მაჩვენებლად (ინფლაციის თარგეტირება) არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი „ტრაფარეტული“ სქემა და ამ სქემას მისდევს დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი. ასე რომ, მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ბანკის პრობლემაა შეცვალოს დამოკიდებულება მონეტარული პოლიტიკისადმი და არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან, იმიტომ რომ, ჩვენი ქვეყანა დიდადაა დამოკიდებული იმპორტზე“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია