კინოთეატრ „ამირანში“, “თიბისი სტატუსის” მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება

3 აგვისტოდან კინოთეატრ „ამირანში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება.

„ამირანში“ ყოველი თვის დასაწყისი სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას დაეთმობა.

„თიბისი სტატუსისა“ და „ამირანის“ ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: სტენლი კუბრიკი, პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი და სხვა.

3 აგვისტოს კინოკოლექცია კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონით გაიხსნება.

ფილმის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ტარანტინოს შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე კინომცოდნე - თეო ხატიაშვილი ისაუბრებს.

აფიშა: 3 აგვისტო - „კრიმინალური საკითხავი“; 4 აგვისტო - „ჯეკი ბრაუნი“; 5 აგვისტო - „უსახელო ნაბიჭვრები“; 6 აგვისტო-მოკალი ბილი (ნაწილი 1); მოკალი ბილი (ნაწილი 2).

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება. ბილეთის ფასი 15 ლარია, ერთთვიანი აბონიმენტის კი - 50 ლარი.

„თიბისი სტატუსის“ მომხმარებლები ბილეთის შეძენისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

ყოველი სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს