ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და წარმატებები უსურვეს.

„პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული მაიორ ნიკოლოზ ვაშაყმაძის მეთაურობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მისიას 7 თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქართული ასეული ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი.

ქვედანაყოფი როტაციის წესით მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. ასეულმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს