საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით გათვალისწინებული უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით გათვალისწინებული უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ძებნა-შველის (SAR) სისტემის დანერგვასა და მის ეფექტიანობაზე, საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საფრენ საშუალებათა მფლობელებსა და საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს (ARCC) შორის თანამშრომლობაზე, ასევე, საკოორდინაციო ცენტრსა და მორეაგირე დანაყოფებს შორის გამართული კომუნიკაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

შეხვედრის მონაწილეები სამომავლო მუშაობის ფორმატსა და სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც შეთანხმდნენ, რომელიც კომისიის მიერ განხილული დადგენილებით გათვალისწინებულ საკითხებზე იმუშავებს.

„აღნიშნული კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის წარმომადგენლები.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა