კინოთეატრ „ამირანში“, “თიბისი სტატუსის” მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება

კინოთეატრ „ამირანში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება.

„ამირანში“ ყოველი თვის დასაწყისი სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას დაეთმობა.

„თიბისი სტატუსისა“ და „ამირანის“ ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: სტენლი კუბრიკი, პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი და სხვა.

3 აგვისტოს კინოკოლექცია კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონით გაიხსნება.

ფილმის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ტარანტინოს შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე კინომცოდნე - თეო ხატიაშვილი ისაუბრებს.

აფიშა: 3 აგვისტო - „კრიმინალური საკითხავი“;4 აგვისტო - „ჯეკი ბრაუნი“; 5 აგვისტო - „უსახელო ნაბიჭვრები“ ; 6 აგვისტო-მოკალი ბილი (ნაწილი 1); მოკალი ბილი (ნაწილი 2).

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება. ბილეთის ფასი 15 ლარია, ერთთვიანი აბონიმენტის კი - 50 ლარი.

„თიბისი სტატუსის“ მომხმარებლები ბილეთის შეძენისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

ყოველი სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა