ორკესტრი „რიჩიოტი“ თბილისსა და რეგიონებში ღია კონცერტებს გამართავს

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 3 და 4 აგვისტოს, ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი “რიჩიოტი“ თბილისის სხვადასხვა უბანში მსმენელის წინაშე წარდგება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 აგვისტოს, 12:00 საათიდან ორკესტრი კონცერტს დაიწყებს ახალ აღმაშენებელზე; 17:00 საათზე წარდგება მრგვალ ბაღში; 18:00 საათზე კუს ტბაზე, ხოლო 21:00 საათზე ორბელიანის მოედანზე. 4 აგვისტოს, 19:30 საათზე, მუსიკოსები კონცერტს რუსთაველის მეტროს მიმდებარედ გამაართავენ.

თბილისში „რიჩიოტი“ წარმოადგენს ფალიაშვილის, ცინცაძის, ჰენდელის, ლაღიძის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის და სხვა გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

ანსამბლი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 25 კონცერტს გამართავს, როგორც ცენტრალურ და ტურისტულ ადგილებში, ისე გარეუბნებში, ბაღებში, სკვერებში, სკოლებში და სამედიცინო დაწესებულებებში.

ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი შედგება 42 ახალგაზრდა მუსიკოსისგან. მათ რეპერტუარშია კლასიკური და ტრადიციული, ასევე პოპ მუსიკა და ჯაზი. ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგება ჰოლანდიაში მცხოვრები ვირტუოზი ქართველი კლარნეტისტი ლევან ცხადაძე. ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და რეგულარულად მართავს კონცერტებს როგორც ამსტერდამში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. მისი და ,,რიჩიოტის“ კოლაბორაცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს და ჰოლანდიას შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს