ვენესუელას დე-ფაქტო ხელისუფლება, ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით, ოპოზიციას მოლაპარაკებების წარმოებისათვის  მადლობას უხდის

ვენესუელას დე-ფაქტო ხელისუფლება ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით, ოპოზიციას მოლაპარაკებების წარმოებისათვის მადლობას უხდის და შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს.

მოლაპარაკებები ნორვეგიის ხელისუფლების შუამავლობით მაისში დაიწყო. ორი რაუნდი ჩატარდა ოსლოში, შემდეგ კი მხარეებმა ბარბადოსზე გადაინაცვლეს, სადაც 8 ივლისის შემდეგ შეხვედრები პერმანენტულად მიმდინარეობს.

ბარბადოსზე 6 ძირითადი პუნქტი განიხილება, რაც ქვეყნის ცხოვრების ფაქტობრივად ყველა ასპექტს, პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურას, სოციალურ სფეროს მოიცავს.

ვენესუელას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის მინისტრის, ხორხე როდრიგესის თქმით, ბოლო რაუნდი იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ვენესუელის ოპოზიციასთან განსახილველ პუნქტებთან შეთანხმებას აღწევენ.

შუამავალი ორგანიზაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა დაადასტურეს თავისი მზადყოფნა, მიაღწიონ კონსტიტუციურ და შეთანხმებულ გადაწყვეტილება, რომელიც ორიენტირებული იქნება ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობაზე. ნორვეგიელები აღნიშნავენ, რომ დიალოგი მხარეებს შორის „უწყვეტად და ოპერატიულად“ მიმდინარეობს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მხარეებს მოუწოდა არ შეამცირონ ძალისხმევა მოლაპარაკებებზე შედეგის მისაღწევად.

ვენესუელაში დე-იურე ორხელისუფლებიანობაა, თუმცა ფაქტობრივად ყველაფერს აკონტროლებს მადუროს მთავრობა. ნიკოლას მადურომ არჩევნებში რეალური კონკურენტების გარეშე - ოპოზიციის ბოიკოტის და მასშტაბური გაყალბების პირობებში გაიმარჯვა. ის არ ცნობს პარლამენტის უფლებამოსილებას, სადაც ოპოზიცია უმრავლესობაშია. 23 იანვარს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს, კონსტიტუციის თანახმად თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მისი უფლებამოსილება ცნეს აშშ-მ, ლათინური ამერიკის და ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობამ (საქართველოს ჩათვლით), თუმცა გუაიდოს არც ერთი აღმასრულებელი სტრუქტურა არ დაემორჩილა.

მადუროს დე-ფაქტო ხელისუფლებას მხარს უჭერენ რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, თურქეთი, ირანი, სირია, ბოლივია, კუბა, ნიკარაგუა და სალვადორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა