ანონსი 5 აგვისტო

5 აგვისტოს, 10:00 საათზე, პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია გლდანის ციხეში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულებს მოინახულებს.

5 აგვისტოს, 10:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მე-2 კვარტალს შეაჯამებს და საზოგადოებას ივლისის სტატისტიკურ მონაცემებს გააცნობს. ღონისძიებას დაესწრებიან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები.

მის: თელავის ქ.20, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“

5 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბრიფინგს გამართავს, რის შემდეგაც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გაუძღვება.

მის: თელავის #20. სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი"

5 აგვისტოს, 12:30 საათზე, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიის წარმომადგენლებისთვის მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „Agile Spirit 2019“ სამეთაურო-საშტაბო აუდიტორიების დათვალიერება შედგება, ხოლო შემდეგ სწავლების საშტაბო ნაწილის დახურვის ცერემონია გაიმართება. აკრედიტებული მედიასაშუალებები ბრიგადის შესასვლელთან 12:00 საათზე უნდა მივიდნენ.

მის: ქ. სენაკი, II ქვეითი ბრიგადის ბაზა

საკონტაქტო: გიორგი კაჭარავა 577 39 39 13

5 აგვისტოს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება.

5 აგვისტოს, 13:00 საათზე, ევროპული საქართველოს პარტიის ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა - ფასების ზრდა

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

5 აგვისტოს, 15:00 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ლევან ხაბეიშვილის ბრიფინგი გაიმართება

5 აგვისტოს, 17:00 საათზე, ქვეყნის განვითარების კონცეფციის, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ შემქმნელ მეცნიერთა გუნდისა და ინტელიგენციის შეკრება გაიმართება.

მის: კომპლექი „მეფე დავითი“ (ალექსიძის 12, მე-17 სართ)

საკონტაქტო: 595 41 27 72

5 აგვისტოს, 17:00საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (ინგოროყვას #7, მე-3 სართული, შეხვედრების ოთახი N4) ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ბიზნესისგან ინფორმაციას გამოთხოვის თაობაზე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს