20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა  აცხადებს, რომ შვილთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი აცხადებს, რომ მას თავის შვილთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს და მისი ნახვის უფლებას არ აძლევენ.

როგორც რუსუდან თამლიანმა გლდანის ციხესთან ჟურნალისტებს განუცხადა, მას პირველ რიგში, თავისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, რადგან, მისი თქმით, დაკავებისას ის ნაცემი იყო.

რუსუდან თამლიანს იმედი აქვს, რომ „ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელიც გლდანის ციხეში, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების მოსანახულებლად იმყოფება, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

„ტელეფონზე დარეკვის უფლება არ აქვს. ყველაფერი აუკრძალეს. არაფერი არ ვიცი მის შესახებ. ერთადერთი იმედია ელენე ხოშტარია, რომ გამოვა და გამოგვიტანს ინფორმაციას.

ბორკილებდადებული უმოწყალოდ სცემეს, მუხლები სტკიოდა, რომ შეიყვანეს. თვალიც დაზიანებული აქვს. პოლიტიკური რეპრესიაა, სხვა ამას არაფერი ეთქმის. სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა გახარიამ", - განაცხადა რუსუდან თამლიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის