ოკუპირებული გალის დე ფაქტო ხელმძღვანელი - აფხაზეთს საქართველოსგან დღეს არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს

აფხაზეთს საქართველოსგან დღეს არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, - განაცხადა ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ.

„საქართველოს მთავრობა ბოლო დროს უხეშ ძალას არ იყენებს, მაგრამ აქტიურ ბრძოლას აწარმოებს საინფორმაციო სივრცეში, ადამიანების გონებაზე ზემოქმედებას ცდილობს, თუნდ აბიტურიენტების მისამხრობად. გამოდის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უფრო მოქნილია. მაგრამ რეალურად საფრთხეები, რომელიც საქართველოსგან მომდინარეობს, არანაკლებია, ვიდრე სააკაშვილის დროს“, - განაცხადა ნადარაიამ.

ამას გარდა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ ივნისში, თბილისში მომხდარი ცნობილი მოვლენების შემდეგ, „აფხაზეთმა საქართველოსთან საზღვარი ორი დღით მთლიანად ჩაკეტა, შემდეგ კი გახსნა ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის“.

„აკრძალვა ძალაში რჩება მხოლოდ მამაკაცებისთვის, 18-დან 60 წლამდე, რომ მათ ნაკლებად მიიღონ მონაწილეობა ანტიაფხაზურ და ანტირუსულ მიტინგებში, საქართველოში გამართულ აქციებში“, - დასძინა გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა