ანონსი  6 აგვისტო

6 აგვისტოს, 08:30 საათზე, საქართველოს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირების შესახებ მაღალი რანგის ლიდერთა სამუშაო შეხვედრა გაიმართება. სამუშაო შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა გახსნიან.

მის: რედისონ ბლუ ივერია

6 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

მის: თელავის 20

6 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: უზნაძის 52

6 აგვისტოს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის სფეროში მასშტაბურ კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს იწყებს.

მის.: დ. უზნაძის 52.

6 აგვისტოს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმ პროგრამის შესახებ ისაუბრებს, რომლითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თავისუფლების მოედანი#2

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა