ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ამის შესახებ ნათქვამია კრემლის საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრა სოჭში გაიმართება.
„მოლაპარაკებების დროს იგეგმება მიმდინარე სიტუაციის და ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განხილვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























