თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი გენერალი უწყებრივი მედლით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს, გენერალ-მაიორ ტომას კარდენს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხებზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემაზე, ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მიმდინარეობისა და მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

დასასრულს, ლევან იზორიამ ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის ძალების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის უწყებრივი მედლით - „გენერალი მაზნიაშვილი“ - დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ.

გენერალ-მაიორი ტომას კარდენი საქართველოში მრავალეროვნულ სწავლება Agile Spirit 2019-თან დაკავშირებით იმყოფება.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს უმასპინძლა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო