ვახტანგ ხმალაძე - მედიას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა კანონი დაარღვია

მედიას არ უნდა დაეკისროს ცენზორის როლი და შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა დაარღვია კანონი, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ საარჩევნო კანონმდელობაში მედიის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს იმსჯელებენ, წინასაარჩევნო პერიოდში როგორ უნდა იყოს რეკლამის განთავსება და დებატები.

„აქაც არის პრობლემური თემები. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, რომ შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის იქ სიძულვილის ენა გამოყენებული, დაცულია თუ არა პროპორციულობა ანტი-რეკლამისა რეკლამასთან და ა.შ. აქ არის საკითხები, რომელიც არ არის მედიასაშუალების გადასაწყვეტი. მაგალითად, შეფასება იმისა, არის თუ არა გამოყენებული სიძულვილის ენა, დარღვეულია თუ არა კანონის ესა თუ ის ნორმა, ეს არის სასამართლოს შესაფასებელი. შესაბამისად, მედიას არ უნდა დაეკისროს ფაქტობრივად ცენზორის როლი და შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა დაარღვია კანონი, ამაზე საარჩევნო სუბიექტმა უნდა აგოს პასუხი და არა მედიასაშუალებამ",- განაცხადა ხმალაძემ.

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, “საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს”.

ამასთან, მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენაში ხშირად არასწორად მოიაზრებს შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ამიტომ კარგად უნდა იყოს განმარტებული, რა იგულისხმება ამ ტერმინში, ამასთან, ეს იყოს პარტიების ეთიკის ნაწილი და არა მაუწყებლის პასუხისმგებლობის საკითხი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა