ირაკლი კობახიძე - მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს, პარტიის მიერ მომზადებული კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან - იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა?

მოქალაქეთა გაერთიანება რომ ავიღოთ, მიდის ტელევიზიაში და აქვს კლიპი, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად პორნოგრაფია, დღესაც ევალება მედიასაშუალებას გადაამოწმოს არის თუ არა ეს თავსებადი კანონთან, ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, იქნებ უნდა იმ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ცვლილებებში სიძულვის ენის გამოყენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, ახალი ცვლილებებით გამოხატვის თავისულებას არც მედიის და არც პოლიტიკური პარტიების ნაწილში საფრთხე არ ემუქრება.

„რამდენიმე ახალი რეგულაციაა შემოთავაზებული და ეფუძნება ოდირის რეკომენდაციებს. არანაირი საფუძველი იმ აჟიოტაჟს, რომელიც ხელოვნურად არის ჩამოყალიბებული, არ აქვს. იწერება კანონმდებლობაში, რომ თუ სააგიტაციო მასალა შეიცავს სიძულვილის ენას ან ქსენოფობიას, ის ვერ გავრცელდება. სიძულვილის ენას აქვს ვიწრო, კონვენციური განმარტება, რომლის მიხედვითაც, დისკრიმინაციულ ნიშნებს უნდა შეიცავდეს შესაბამისი გამონათქვამი. ვერანაირად ვერ შევზღუდავთ საარჩევნო პროცესებში თუნდაც ხისტ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მაუწყებლების მიმართ გარკვეულ შესაძლო შეზღუდვებს, კობახიძე აცხადებს, რომ სააგიტაციო მასალას ვიდრე ტელევიზია ეთერში გაუშვებს, უნდა იცოდეს მისი შინაარსი.

„ამ ეტაპზე მოვერიდეთ სანქციის დაწესებას. თუ იქნება გამოთქმული მოსაზრებები, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამ ეტაპზე გვაქვს ვალდებულება გაწერილი. დღესაც მოქალაქეთა გაერთიანება რომ ავიღოთ, მიდის ტელევიზიაში და აქვს კლიპი, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად პორნოგრაფია, დღესაც ევალება მედიასაშუალებას გადაამოწმოს არის თუ არა ეს თავსებადი კანონთან და თუ გაუშვას. ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, იქნებ უნდა იმ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. გამოხატვის თავისუფლება არის ისიც, რომ პორნოგრაფიას არ ვუშვებთ ეთერში. აქ გამოხატვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება",- აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებებით, “საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს” და მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული, დაცულია თუ არა პროპორციულობა ანტირეკლამისა რეკლამასთან და ა.შ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა