7 აგვისტოს ხარაგაულს, ზესტაფონს და რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაების გამო, 7 აგვისტოს ხარაგაულსა და ზესტაფონს, ასევე რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, , 2019 წლის 7 აგვისტოს 04:00 საათიდან 14:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქებს: ხარაგაულს და ზესტაფონს. სოფლებს: ბოსლევი, ახალსოფელი, თეთრი წყარო, ზედა საქარა, ცხრაწყარო, ძნოურდანეთი, ქვედა საქარა, კვალითი, დილიკაური, შორაპანი, ფუთი, თვრინი, ალავერდი, ქვედა საზანო, სასახლე და კლდეეთი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა