სახალხო დამცველმა აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა და მოითხოვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები მოეხსნათ.

კერძოდ, ნინო ლომჯარიას აპარატის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობაზე ბლანკეტურად ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც პატიმრებს დაწესებული აქვთ, ზოგადად ტელეფონით სარგებლობაზე ციხის პირობებში.

„სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის მიზანია ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, მათ შორის, არასამუშაო საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების/ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, განსაკუთრებით, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე, ასევე ხელი შეუწყოს რეაგირების ეფექტური მექანიზმის დანერგვასა და ფუნქციონირებას, გაზარდოს ინფორმაციის მიწოდების და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე პროაქტიული რეაგირების ხარისხი. სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ფუნქციონირების სფერო, ძირითადად, მოიცავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ისეთ შემთხვევებს, როგორებიცაა: წამება და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე, ასევე, უფლებათა და თავისუფლებათა სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები.

ამიტომ, მიგვაჩნია, რომ თუ პატიმრებს მიეცემათ შესაძლებლობა, ციხის პირობებში მხოლოდ მინიმალურად აუცილებელი, ტექნიკური (ტელეფონების შეზღუდული რაოდენობა და ა.შ.) თუ სხვა, ადმინისტრაციული საჭიროებებით განპირობებული შეზღუდვებით ისარგებლონ ცხელი ხაზით, ეს საკმაოდ აამაღლებს, როგორც არასათანადო მოპყრობის პრევენციას, ისე უფრო მეტად ეფექტურს გახდის უკვე მომხდარ ამგვარ ფაქტებზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას“,- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა