დავით მათიკაშვილი პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრაზე - ნებისმიერი მსგავსი ქმედება, არის უკანონო და მას სამართლებრივი შედეგები არ ექნება

მთავარია, რომ არაღიარების პოლიტიკის კუთხით საქართველო წარმატებულია და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ნებისმიერი მსგავსი ქმედება, არის უკანონო და მას სამართლებრივი შედეგები არ ექნება, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაცია დასრულდება და რა ქმედებებიც არ უნდა განახორციელონ თვითაღიარებული რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა, აღნიშნული საერთაშორისო სამართლის ფარგლებს გაცილებული ქმედებაა.

“ყველაფერი, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობის გარეშეა, არის უკანონო, არალეგიტიმური და მას სამართლებრივი შედეგები არ ექნება“, - აცხადებს მათიკაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა