ქეთევან ციხელაშვილი -  ხაჯიმბასთან შეხვედრა არის ფიგურალური სვლა, რითაც რუსეთი მისი ძალისმიერი პოლიტიკის ლეგიტიმაციას ცდილობს

ეს არის მორიგი შეხვედრა, ფიგურალური სვლა, რითაც რუსეთი მისი ძალისმიერი პოლიტიკის ლეგიტიმაციას ცდილობს - ცალმხრივი აღიარების, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობაში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა, -ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის სოჭში გამართულ შეხვდას.

ციხელაშვილის თქმით, ნებისმიერი ასეთი შეხვედრა, კიდევ უფრო უწყობს ხელს რუსეთის გავლენის განმტკიცებას.

„ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ეს ხდება ამ დღეებში, მითუფრო, მოგეხსენებათ, ასევე ჩანიშნულია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში და მგონია, რომ ეს სვლა ამ ე.წ. არჩევნებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ მოვისმინეთ პუტინის მოწოდებებიც, რომ თითქოს ეს პროცესი დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს და სტაბილურობას შეუწყოს ხელი.

მე ვფიქრობ საკითხები, რომლებიც იქ იქნა განხილული, ერთგვარი ე.წ. წინასაარჩევნო სვლაც იყო. თუმცა, ნებისმიერი ასეთი შეხვედრა, ბუნებრივია, კიდევ უფრო უწყობს ხელს რუსეთის გავლენის განმტკიცებას. კიდევ უფრო მეტი წინაპირობა და პირობა არის დაყენებული რუსეთის მხრიდან და მეტი ზეგავლენა და კონტროლი მყარდება მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც, რა თქმა უნდა, მძიმე რეალობაა და მათ შორის, მძიმეა იქ მაცხოვრებელი ადამიანებისა და საზოგადოებისათვის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ხაჯიმბასთან პუტინის შეხვედრა არის ფიგურალური სვლა, რითაც რუსეთი მისი ძალისმიერი პოლიტიკის ლეგიტიმაციას ცდილობს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს