ანატოლი ბიბილოვი - მალე დავინახავთ ქვეყნებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას აღიარებენ

„სამხრეთ ოსეთი“ მისი აღიარებისთვის ბევრ ქვეყანასთან მუშაობს, საქართველოს მიერ ამ პროცესის ბლოკირების მცდელობის მიუხედავად, - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „ტასს“-ს განუცხადა.

მისივ თქმით, „საქართველო სხვა ქვეყნების მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებას აქტიურად ეწინააღმდეგება“.

„თუ ჩვენ რომელიმე სახელმწიფოს დავასახელებთ, რომელთანაც სამხრეთ ოსეთის აღიარების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა, საქართველო იქ მაშინვე თავის წარმომადგენლებს გზავნის, საპროტესტო ნოტებს გადასცემს და ამ პროცესს ყველანაირად ბლოკავს. მაგრამ სამხრეთ ოსეთის აღიარება - შეუქცევადი პროცესია და იმ ქვეყნების გეოგრაფია, რომლებთანაც მიმდინარეობს მუშაობა, საქმაოდ ფართოა. მოლაპარაკებები ძალიან ბევრ სახელმწიფოსთან მიმდინარეობს. რესპუბლიკის შემდგომ აღიარებას რუსი კოლეგებიც ხელს უწყობენ. მათთან მჭიდრო კავშირში ჩვენ მალე დავინახავთ ქვეყნებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას აღიარებენ“, - დასძინა ანატოლი ბიბილოვმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს