ანატოლი ბიბილოვი - სააკაშვილის საქმეს რესპუბლიკის წინააღმდეგ გენოციდის შესახებ ხანდაზმულობის ვადა არ აქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი თანამებრძოლების მიმართ იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც სამხრეთოსეთის ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ, - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „რესპუბლიკის საგამოძიებო ორგანოების მიერ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების მიმართ, რომლებმაც წამოიწყეს ომი „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ, ჯერ კიდევ 2008 წელს აღიძრა საქმეები“.

„ამ ადამიანებზე - 76 პირზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. აგვისტოს აგრესიის ტრაგიკულ მოვლენებში დამნაშავეების მიმართ საქმეებს არ შეიძლება ჰქონდეთ ხანდაზმულობის ვადა. ამ ადამიანებზე ყოველთვის დევნა იქნება. საქართველოს ხელმძღვანელობის მოქმედებებს ოსი ხალხის გენოციდთან პირდაპირი კავშირი აქვთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ის დარწმუნებულია, რომ „ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც სააკაშვილი და „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ ომის წამოწყებაში დამნაშავეები დაისჯებიან“.

„სააკაშვილი დღეს ერთი ქვეყნიდან მეორეში დარბის და დასავლეთის სახელმწიფოებისა და აშშ-ის მხრიდან ამ დამნაშავის გარკვეული მფარველობა არსებობს. თუმცა ვფიქრობ, რომ ოდესმე საღი აზრი გაიმარჯვებს და ამერიკელებიც და ევროპელებიც მიხვდებიან, რომ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რაღაც მუხლით, არამედ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე - კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისთვის. ადრე თუ გვიან მას მოუწევს პასუხისგება“, - განაცხადა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განსახილველად საქართველოს წინააღმდეგ „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებთა 1500-ზე მეტი ინდივიდუალური სარჩელია გაგზავნილი.

„ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შეფასება მიეცემა იმ დანაშაულებებს, რომლებიც ჩადენილ იქნა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების და ქართველი სამხედროების მიერ“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს