2008 წლის აგვისტოს ომში და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები  რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან

2008 წლის აგვისტოს ომში და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ცენტრი, რომელის მშენებლობაც სამ თვეში დასრულდება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა დაათვალიერეს. სარეაბილიტაციო ცენტრი დასავლური სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. შენობაში განთავსებული იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი, ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი, ასევე მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის. წეროვანის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ამერიკის მხარდაჭერით ხორციელედება.

სარეაბილიტაციო ცენტრში ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს ივერი ბუაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ელიზაბედ რუდი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობით, სარეაბილიტაციო კურსის მიმდინარეობითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ივერი ბუაძეს კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა აღუთქვა. ივერი ბუაძე აშშ-დან სამშობლოში სამი კვირის წინ დაბრუნდა, სადაც რეაბილიტაციის კურსს ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა