ელენე ხოშტარია - ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების დაკარგვით შეშინებულია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ დახუროს ტელევიზიები

ორი აზრი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების დაკარგვით შეშინებულია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ დახუროს ტელევიზიები, პროკურატურა გამოიყენოს ამ ტელევიზიებთან დაკავშირებული ადამიანების წინააღმდეგ და ამ გზით მოეპოტინოს ძალაუფლებას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ დამფუძნებელის ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის "ტვ პირველს", ჟურნალისტებსა და ვატო წერეთელს მხარდაჭერას უცხადებს.

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ "ტვ პირველს" და მის ჟურნალისტებს და ვატო წერეთელსაც. ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს "ტვ პირველი". ცხადია და ორი აზრი არ არის, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი შეშინებული ძალაუფლების დაკარგვით, შეშინებული იმით, რომ მხარდაჭერა აღარ აქვს, ტელევიზია, რომელსაც სრულად ვერ აკონტროლებს, კიდევ უფრო აკარგვინებს ამ მხარდაჭერას, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ გზით მოეპოტინოს ძალაუფლებას და დახუროს ტელევიზიები და პროკურატურა გამოიყენოს ამ ტელევიზიებთან დაკავშირებული ადამიანების წინააღმდეგ. ამას იმდენად ღიად აკეთებს, კიდევ უფრო კარგავს იმ საფუძველს, რაზეც დგას. ამ ხალხის მხარდაჭერასაც უფრო კარგავს", - განაცხადა ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა