აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები 23:00 საათზე დაეშვა და 8 აგვისტოს 00:00 საათამდე იქნება დაშვებული. დროშები დაეშვა მათ შორის პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის შენობებზე.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

იხილეთ ვიდეო: აგვისტოს ომის მე-11 წლისთავი - ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა