გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს, 10:05-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში: თელოვანი, დიღომი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 15:00-დან 18:00 საათამდე ასევე შეიზღუდება - ნორიოში და "გრუზულა ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხევშა, ჭიკაანი, ქავთარაანი, წიფორი, ჟიჟონი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლების ნაწილს დაბა თიანეთში, 13:00-დან 14:00 საათამდე - თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, მამადაანები, ქუშხევი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო

14:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, ჯიჯეთი, ხოფცა, ჯერვალიძეები და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება ყაზბეგის რაიონის სოფლებს სნო, აჩხოტი, არშა, კარკუჩა, გარბანი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა