ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭალა-ბოხვაურის და სილაურის სოფლების მაცხოვრებლებისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგის ინტეგრირებულ პროგრამაზეც. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მინისტრის მოადგილის თქმით, გურიაში მიმდინარე წელს აშენდება 6 ამბულატორია. სამივე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 17 ამბულატორიას. დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა ქალაქ ოზურგეთში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობამ მთავარ საკითხად ჭალა-ბოხვაურში შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სილაურში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება დაასახელა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზაზა გაბუნია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა