ქეთევან ციხელაშვილი - აღარ უნდა დავუშვათ ომი და მშვიდობიანი კურსით მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლისთვისაც დაღუპულმა ჯარისკაცებმა თავი შესწირეს

დეოკუპაციის ხაზით ერთი მხრივ, რუსეთთან მიმართებაში და მეორე მხრივ, შერიგებისა და ნდობის მშენებლობის ხაზით ჩვენს საზოგადოებებთან, რომლებიც დღეს საოკუპაციო ხაზით არიან გახლეჩილი, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას,“ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, 11 წლის შემდეგ ჩვენ ისევ გვიწევს ომის უმძიმეს შედეგებთან გამკლავება, აღარ უნდა დავუშვათ ომი და მშვიდობიანი კურსით მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლისთვისაც დაღუპულმა ჯარისკაცებმა თავი შესწირეს.

„მინდა თანაგრძნობა გამოვხატო იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები, მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათ თავგანწირვით, ბრძოლით, სიცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს ღირსება. ისინი იბრძოდნენ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. 11 წლის შემდეგ ისევ გვიწევს გამკლავება იმ უმძიმეს შედეგებთან, რომელიც დადგა რუსეთის ინტერვენციის და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კურსი, რომელიც არის მშვიდობიანი. მშვიდობა ჩვენთვის უალტერნატივო, მთავარი პრიორიტეტია იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ იმ მიზნებს, რასაც ამ ბიჭებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შესწირეს, მივაღწიოთ მშვიდობიანად. აღარ დავუშვათ ომი, აღარ დავუშვათ დაპირისპირება, ჩვენი საუკეთესო შვილების სისხლის დაღვრა და მშვიდობით, ძალიან პრინციპული პოლიტიკით, დეოკუპაციის ხაზით ერთი მხრივ, რუსეთთან მიმართებაში და მეორე მხრივ, შერიგებისა და ნდობის მშენებლობის ხაზით ჩვენს საზოგადოებებთან, რომლებიც დღეს საოკუპაციო ხაზით არიან გახლეჩილი, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა