ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკულმა მოვლენებმა ქართული პოლიტიკის ნამდვილი სახე გამოაჩინა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგიკულმა მოვლენებმა ქართული პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისკენ, კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

აფხაზი ხალხი, რომელმაც 1992-1993 წლებში ომის ყველა სიმძიმე, ნათესავებისა და ახლობელბის დაკარგვის ჩათვლით, გამოსცადა, ღრმა მწუხარებას გამოხატავს სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხთან ერთად აგრესიის ამ არაადამიანური აქტის მსხვერპლთა გამო. რუსეთის ფედერაციის მოქმედების შედეგად, რომელიც დაეხმარა სამხრეთ ოსეთის ხალხს, დღეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და აფხაზეთის რესპუბლიკა ცხოვრობენ უსაფრთხო გარემოში და დინამიურად ავითარებენ საკუთარ სახელმწიფოებს“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა