Black Sea Arena-ზე ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის Jessie J-ის კონცერტი გაიმართა

Black Sea Arena-ზე ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის Jessie J-ის კონცერტი გაიმართა. მომღერალმა ქართველ მსმენელს როგორც ძველი, ასევე საკუთარი უახლესი ჰიტები შესთავაზა. პოპშემსრულებელმა, მსმენელის წინაშე შეასრულა ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა: Nobody is perfect, Queen, Masterpiece, Domino, Price Tag, Bang Bang, Flashlight და Masterpiece. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯესი ჯეი, კონცერტის მიმდინარეობისას, აქტიურად ეკონტაქტებოდა თაყვანისმცემლებს. მან სცენზე ერთ-ერთი მათგანის ვრცელი წერილიც წაიკითხა.

აღსანიშნავია, რომ კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა. კონცერტს ჯამში, 10 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.

Black Sea Arena-ს დირექტორმა ტატო ხარჩილავამ კონცერტის დასრულების შემდეგ მედიასთან მომღერლის ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა.

„კონცერტი ძალიან ემოციური იყო. ეს ყველაფერი ერთობლივად შედგა, ამ შემთხვევაში არტისტისა და მაყურებლის სინქრონით. ვამბობ, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებით ემოციურად ხვდება კონცერტებს.

დაწყებული სამზარეულოდან დამთავრებული იმით, რა ავეჯი იქნებოდა კულისებში - არ უნდა ყოფილიყო ცხოველური. არტისტის მოთხოვნით, მის კულისებში არანაირი ცხოველური ნაწარმი არ უნდა ყოფილიყო, რაც გაგვიჭირდა საკმაოდ, მაგრამ მოვახერხე. გავუმკლავდით იმას, რომ ჯესის ეს ვეგანური ცხოვრების სტილი ბოლომდე დაგვეკმაყოფილებინა“, - განაცხადა ტატო ხარჩილავამ.

კონცერტის შემდეგ მომღერალმა „ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა და ქართველ მსმენელს მადლობა გადაუხადა. „ენერგია იყო გიჟური! ჩემი პირველი შოუ საქართველოში და ბილეთები მთლიანად გაიყიდა! თქვენ სავსე იყავით სიყვარულით! მადლობა! მადლობა! მადლობა!", - დაწერა მომღერალმა.

ჯესი ჯეიმ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი კვლავ გამოთქვა, რადგან ამდენ ფანს არ ელოდებოდა.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა "Price Tag", "Domino" და "Laserlight" - კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა. ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მომღერალმა დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე იმღერა. ამის შემდეგ Jessie J-მ ზედიზედ 2 ალბომი გამოსცა, რომლებმაც არტისტის გავლენა და ცნობადობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა