გოგა ხაინდარავა - მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთავარი და პრეზიდენტი როგორ „მიცუცხავდა“ საბრძოლო ველიდან

ეს დღე სამარცხვინოა საქართველოს ისტორიაში იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთავარი და პრეზიდენტი თუ როგორ „მიცუცხავდა“ საბრძოლო ველიდან, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა იმ ადამიანებისთვის, ვინც იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა თავისი სახლ-კარი, სამშობლო, დაკარგეს ძმები, დები, მამები, შვილები. სამარცხვინოა იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ იხილა ჩოქბჯენში მდგომი საქართველოს მხედართმთავარი და პრეზიდენტი, თუ როგორ „მიცუცხავდა“ საბრძოლო ველიდან. ამან განაპირობა ყველაზე სამარცხვინო დამარცხება საქართველოს ისტორიაში. არანაირი 5-დღიანი ომი არ ყოფილა, ომი დამთავრდა დღე-ნახევარში. პრინციპში ომი არც ყოფილა, რადგან არანაირი წინააღმდეგობა საქართველოს ხელისუფლებას და ხელმძღვანელობას არ გაუწევია. ცალკეული მიტოვებული ჯგუფები ცხინვალის რეგიონში სააკაშვილის და მისი დამქაშების მიერ გმირულად იბრძოდნენ, რომ შეეკავებინათ ის ტალღა, რომელიც მოდიოდა საქართველოსკენ და ამ ჯგუფების ვაჟკაცობა-თავდადებაზე გადავიდა ის დღე-ნახევარი. დღე-ნახევრის მერე აღარცერთი ქართველი ჯარისკაცი, გარდა ცალკეული პატარა ჯგუფებისა, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე აღარ იყო და აქ უკვე მეორე დანაშაული დაიწყო, რომლის სათავეშიც სამარცხვინო კაცი, სააკაშვილი, იდგა და მისი ერთ-ერთი მსახური უტიაშვილი. ის უტიფრად იტყუებოდა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერიდან და ატყუებდა ცხინვალის მოსახლეობას, რომ თურმე ქართული ჯარი უტევდა ჯავას, გუფთას და ა.შ. ამის გამო უამრავი ადამიანი არ გამოვიდა ხეობიდან და თავის სახლებში დარჩა. ამა ადამიანებს კი შემდგომ რა ბედი ეწიათ, ჩემი ფილმის მაყურებელი და ჩემი წიგნის მკითხველი ცოტა ხანში იხილავს", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სააკაშვილები და მისი დამქაშები არამარტო დამნაშავეები, არამედ მოღალატეებიც არიან იმიტომ, რომ ეს რუსეთთან შეთანხმებული ქმედება იყო და ამის დასადასტურებლად არაერთი ფაქტიც არსებობს.

"უტიაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ისევე, როგორც სააკაშვილი, ბოკერია, ბარამიძე, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი და მთელი ეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მაშინ დაეპატრონა საქართველოს. მათ პასუხი უნდა აგონ, როგორც დამნაშავეებმა საკუთარი ქვეყნის წინაშე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი არამარტო დამნაშავეები, არამედ მოღალატეებიც არიან იმიტომ, რომ ეს რუსეთთან შეთანხმებული ქმედება იყო და ამის დასადასტურებლად არაერთი ფაქტი არსებობს. 2008 წლის ივლისში, ისევე, როგორც 2007 წლის და 2006 წლის ივლისში ჩრდილოეთ კავკასიაში, მოსაზღვრე რეგიონში ცხინვალის რეგიონთან მიდიოდა სამხედრო წვრთნები, რომელსაც ერქვა "კავკაზ 2008". ამ სამხედრო წვრთნებზე, რომლებიც ძალიან ფართოდ შუქდებოდა რუსულ პრესაში და არის ასეთი სამხედრო გაზეთი " წითელი ვარსკვლავი", სადაც პირდაპირ იყო ნაჩვენები არამარტო ამ ოპერაციის მსვლელობა, არამედ მიმართულებები საიდან უნდა შემოსულიყო რუსული ჯარი საქართველოში, როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს ტერიტორიაზე და როგორ უნდა განეხორციელებინა აგრესია და ანექსია. ზუსტად ამ გეგმით იმოქმედა რუსეთის სამხედრო მანქანამ, 58-ე არმიამ, რომელიც შემოვიდა აგვისტოს 8-ში საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელა ის, რაც ნამდვილად ჩაფიქრებული ჰქონდათ. მათ ნამდვილად ჩაფიქრებული ჰქონდათ საქართველოს რეგიონების ანექსია და ოკუპაცია იმიტომ, რომ დიდი ხნის გნმავლობაში ელოდა რუსეთი შესაძლებლობას. ეს შესაძლებლობა კი რუსეთს სააკაშვილმა, ალასანიამ, გრიგოლ ვაშაძემ და იმ უშიშროების საბჭომ მისცა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცეცხლი გაეხსნა მძინარე ქართული ქალაქისთვის, ცხინვალისთვის. ამ დამნაშავე სააკაშვილმა გასცა ბრძანება და გამთენიისას ცეცხლი გააუხსნეს ცხინვალის მოსახლეობას. ეს არის ფაქტი და ეს იცის მთელმა მსოფლიომ. ეს ფაქტი არის დაფიქსირებული უამრავ დოკუმენტში, ევროსაბჭოს და ეუთოს ასამბლეის მიერ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. მაშინდელი ხელისუფლების პირებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ 7-ში გამთენიისას ცეცხლი გახსნეს მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით. აუცილებლად ჩატარდება გამოძიება იმ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომლებიც განხორციელებული იყო სააკაშვილოს ხელისუფლების მიერ და ისინი ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის უმკაცრესად დაისჯებიან," - აღნიშნა ხაინდრავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა