ანონსი 9 აგვისტო

9 აგვისტოს, 11:00 საათზე, კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის, ფარმან ჯეირანლის საქმის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: პატიმრობაში მყოფი ფარმან ჯეირანლის სკანდალური საქმე - პატიმრობაში მყოფს, 20 აგვისტოს ციხე უნდა დაეტოვებინა, თუმცა, ხელახალი, 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა -599726565

9 აგვისტოს, 12:00 საათზე, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია ბრიფინგს გამართავს. თემა: ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.

მის: ათონელის 27

9 აგვისტოს, 15:00 საათზე, კომპანია 4Hospitals-ის და საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ასოციაციის მხარდაჭერით, „შერატონ მეტეხი პალასში“ ბარიატრიულ ქირურგთა კონფერენცია გაიმართება, იქამდე კი კლინიკა „ჯერარსში“ საჩვენებელ ოპერაციას ჩაატარებენ სიმსუქნისა და მეტაბოლური დარღვევების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ალმინო რამოსი და კლინიკა ჯერარსის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი. კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს წამყვანი ბარეატრიული ქირურგები, სადაც განხილული იქნება ინოვაციური მიდგომები და თანამდეროვე ტექნოლოგიები ბარეატრიულ ქირურგიაში.

9 აგვისტოს, 19:00 საათზე, ინგლისური წიგნების მაღაზიაში „პროსპეროს წიგნები“ სალონური შეხვედრა „ოკუპაცია ჩვენს სახლებში“ გაიმართება. საღამოს მოდერატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა იქნება.

მის.: რუსთაველის 34;

საკონტაქტო: 598 373 044

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს