რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება 2008 წელს არც დაწყებულა და სამწუხაროდ, არც დასრულებულა. რუსეთი დღემდე გვაყენებს ზიანსა და ტკივილს, რისი დადასტურებაცაა გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი, თითოეული ადამიანი, რომელთაც ე.წ საზღვრისპირა ტერიტორიებიდან იტაცებენ“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა 2008 წლის მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი გმირების სახელები წარუშლელად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მათი თავგანწირვითა და გმირობით, მომავალი თაობები აუცილებლად იამაყებენ.
„საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული მოვლენა. დღე, რომელსაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთის მხრიდან. 11 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ. დრო გადის, თუმცა ის ტკივილი არ ნელდება, რაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოჰყვა. არ ნელდება ტკივილი თითოეული დაკარგული სიცოცხლის მიმართ, არ ნელდება ის დიდი ტკივილი, რაც ჩვენი გმირი ბიჭების, ჩვენი სამხედროების, ეროვნული გმირების, პატრიოტების დაკარგვამ მოგვაყენა. დიდება გმირებს! დიდება თითოეულ ქართველ ჯარისკაცს, მათ სახელებსა და მათ ხსოვნას! მათი სახელები, წარუშლელად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მათი თავგანწირვითა და გმირობით, მომავალი თაობები აუცილებლად იამაყებენ!“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ჯაბა ჯიშკარიანის განმარტებით, თითოეული ქართველი, ერთად დგომით, აუცილებლად დავიბრუნებთ ქვეყნის დაკარგულ ტერიტორიებს და სწორედ ტერიტორიების დაბრუნებით მივაგებთ პატივს თითოეული სამხედროს, ომში დაღუპული ადამიანებისა და ჩვენი ქვეყნის გმირების ხსოვნას.
„არ ნელდება ის ტკივილი, რაც რუსეთ-საქართველოს ომს მოჰყვა. 11 წლის შემდგომ, დღესაც, ჩვენს ქვეყანას ჰყავს 26 000 -ზე მეტი ადამიანი, რომლებიც 2008 წლის მოვლენების შედეგად ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირი გახდა და მამა-პაპისეულ სახლებში, ოჯახებში რომელთა შექმნასაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი შეალიეს, ვეღარ ბრუნდებიან. რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება 2008 წელს არც დაწყებულა და სამწუხაროდ, არც დასრულებულა. რუსეთი დღემდე გვაყენებს ზიანსა და ტკივილს, რისი დადასტურებაცაა გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი, თითოეული ადამიანი, რომელთაც ე.წ საზღვრისპირა ტერიტორიებიდან იტაცებენ. ჩვენ, თითოეული ქართველი, ერთად დგომით, სწორი პოლიტიკითა და ნაბიჯებით, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენი ქვეყნის დაკარგულ ტერიტორიებს და სწორედ ტერიტორიების დაბრუნებით მივაგებთ პატივს თითოეული სამხედროს, ომში დაღუპული ადამიანებისა და ჩვენი ქვეყნის გმირების ხსოვნას.“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.