თამარ შავგულიძის ფილმი „კომეტები” ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართველი რეჟისორის, თამარ შავგულიძის ფილმი “კომეტები” იქნება წარმოდგენილი. როგორც„ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ფილმის ჩვენება საკონკურსო სექციაში “აღმოჩენები” გაიმართება. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი ორი შუახნის ქალბატონის მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხრობს.

“კომეტების” სცენარზე რეჟისორმა თავადვე იმუშავა. ფილმის პროდიუსერები არიან თეკლა მაჭავარიანი და ალექსანდრე შერვაშიძე, ხოლო ოპერატორი – გიორგი შველიძე. მთავარ როლებს ქეთევან გეგეშიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნინა მაზოდიერი და მარიამ ირემაშვილი ასრულებენ.

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელიც კანადაში 1976 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი 5 სექტემბერს გაიხსნება და 15 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო