განათლების სამინისტრო - 2019 წელს პრემია  სამინისტროს არც ერთ თანამშრომელზე არ გაცემულა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის განმავლობაში, პრემია სამინისტროს აპარატის არც ერთ თანამშრომელზე არ გაცემულა.

„აქვე ვაზუსტებთ, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სკოლებისა, შედის: 219 საბიუჯეტო ორგანიზაცია, მათ შორის 14 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, 62 საგანმანათლებლო რესურსცენტრი, 143 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

შესაბამისად, პრემირებულ თანამშრომლებში იგულისხმება სახელმწიფო თეატრების, მუსიკალური ცენტრების, მუზეუმების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სპორტული ფედერაციების, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების როგორც შტატიანი, ასევე შტატგარეშე თანამშრომლები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა